პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, აბაშიძის ქუჩის N 22-24-ის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატი გაეცნო მოქალაქეთა საჭიროებებს, ზუკა რურუამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.
„ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და დიდი პატივია რომ წარმოვადგენ იმ უბანს, სადაც გავიზარდე. გულწრფელი მადლობა გადავუხადე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და სითბოსთვის რომელიც მე დღეს მათგან მივიღე.
შევხვდი ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, გამოვუცხადე გვერდში დგომა და მხარდაჭერა ყველა საკითხში რაც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.
მათი თანადგომა ყველაზე დიდი მოტივაციაა,“- განაცხადა ზუკა რურუამ.