იციან თუ არა ძაღლებმა, როდის იღიმით?
ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა კითხვა, შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სახის გამომეტყველების გაგება? ძაღლებისგან განსხვავებით, ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია კუდის ქიცინი ან სიხარულისგან ყეფა, ამიტომ ძაღლებს სხვა სიგნალების ძებნა უწევთ, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ. და მაინც, ხვდებიან თუ არა ძაღლები, როდესაც ჩვენ ვიღიმით?
სოციალური ურთიერთქმედება ძაღლებსა და ადამიანებს შორის ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ურთიერთობის ფორმა სხვადასხვაა, მაგრამ სოციალური სისტემა — მსგავსი. ეს საშუალებას აძლევს ორივე სახეობას, საკმაოდ კარგად შეერწყას ერთმანეთს და იცხოვრონ ისე, როგორც ერთმა ოჯახმა.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა, მაგრამ საუბრით ურთიერთობა მაინც ინდივიდუალურია ყველა სახეობისთვის, ხოლო არავერბალური ურთიერთობა, როგორიცაა სხეულის ენა და გამომეტყველება, ყველასათვის ერთია. ეს ნიშნავს იმას, რომ ძაღლებმა მართლაც იციან, როდესაც თქვენ იღიმით.
ადამიანი ძაღლისთვის ცხოვრების ცენტრია, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ადამიანზე, როგორც საკვებისა და სითბოს წყაროზე. ისინი სწავლობენ თითოეულ ჩვენს მოქმედებას და იციან, თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი. მათ შეუძლიათ, დაადგინონ როდის ვართ დაღლილები, მოწყენილები, ბედნიერები ან ვნერვიულობთ.
ძაღლის პატრონების უმეტესობა გეტყვით, რომ ძაღლებს შეუძლიათ მომღიმარი სახის ამოცნობა და მისი დაკავშირება ბედნიერებასთან. მრავალი წლის წინ ლინკოლნის უნივერსიტეტმა ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რათა თვალსაჩინო გაეხადა ძაღლების შესაძლებლობა, ამოეცნოთ სახის გამომეტყველება. კვლევის მიმდინარეობისას ძაღლებს უჩვენებდნენ ადამიანისა და ძაღლის ორ ფოტოს, სადაც გაბრაზებული გამომეტყველება იყო გამოსახული, ასევე ორ ფოტოს — ნეიტრალური გამომეტყველებითთ და ორსაც — მომღიმარს.
ძაღლებს რეაქცია ჰქონდათ სხვა ძაღლების სახის გამომეტყველების შეცვლაზე და დადებითი რეაქცია ჰქონდათ, როდესაც მომღიმარ ადამიანს ხედავდნენ.