ჩინეთმა წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ (PLA) წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა,- ინფორმაციას ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

  • მათი ინფორმაციით, რაკეტა დღეს, დილის საათებში გამოცადეს. სამინისტროს ცნობით, გამოცდა ყოველწლიური წვრთნების ფარგლებში, საერთაშორისო ნორმების დაცვით ჩატარდა.

ჩინური გამოცემა Xinhua-ს ცნობით, ჩინეთმა რეგიონის სახელმწიფოები გამოცდის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. არც თავდაცვის სამინისტროს განცხადებასა და არც მედიაში რაკეტის ტრაექტორია და ჩამოვარდნის ადგილი დაკონკრეტებული არ იყო, თუმცა, მათივე ცნობით, რაკეტა წინასწარ შერჩეულ ადგილს ზუსტად მოხვდა.

ინფორმაციისთვის, ჩინეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საერთაშორისო წყლებში ბოლოს 1980 წელს გამოცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები