5 ივლისი მხატვარ ოთარ ჩხარტიშვილის დაბადების დღეა
დღეს ოთარ ჩხარტიშვილის დაბადების დღეა.
„ნონკონფორმისტი მხატვარი, ოთარ ჩხარტიშვილი ქართული ავანგარდული ხელოვნების ტიპური წარმომადგენელია. მეამბოხე ხასიათით გამორჩეული ხელოვანი ექსპერიმენტებითა და ახალი გამომსახველობითი გზებით თავის ნამუშევრებში რეალობის მწვავე კრიტიკას გვიჩვენებს.
მხატვარი საბჭოთა ხელოვნების კრიტიკული ანალიზით საკუთარ განსხვავებულ ნიშნებს, წესრიგსა და გამომსახველობით ენას ქმნის. მისი ნამუშევრები თავისებურად ასახავს დროის მხატვრულ და იდეოლოგიურ სპეციფიკას. ოთარ ჩხარტიშვილი იყო ლეგენდარული 1974 წლის „ბულდოზერის გამოფენის“ მონაწილე“, – აღნიშნულია სახვით ხელოვნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
![]()
![]()

