დიმიტრი პესკოვი: დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილსა და უკრაინას შორის კავშირის დადგენა ვაშინგტონის საზრუნავია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილსა და უკრაინას შორის კავშირის დადგენა ვაშინგტონის საზრუნავია და არა მოსკოვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამაზე არა ჩვენ, არამედ ამერიკის სპეცსამსახურებმა უნდა იფიქრონ, ნებისმიერ შემთხვევაში, ცეცხლთან თამაშს შედეგები აქვს, ამიტომ, პირველ რიგში, ეს დიდი საზრუნავი და თავის ტკივილი უნდა იყოს აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონმა უარყო ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან უესლი როუთი უკრაინის მხარეს საბრძოლველად მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული.

უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის პრესსპიკერმა BBC-ს განუცხადა, რომ როუთს არანაირი კავშირი არ ჰქონია ქვედანაყოფთან.

„გვინდა განვმარტოთ, რომ რაიან უესლი როუთი არასოდეს ყოფილა საერთაშორისო ლეგიონის წევრი ან მასთან დაკავშირებული. ნებისმიერი პრეტენზია ან წინადადება, რომელიც სხვა რამეს მიუთითებს, სრულიად არაზუსტია“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები