კირ სტარმერი – ძალადობის ადგილი არცერთ პოლიტიკურ პროცესში არ არის

პოლიტიკურ პროცესებსა და დისკუსიებში ძალადობას არანაირი ადგილი არ აქვს, – ასე ეხმაურება დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.

„ძალიან შეშფოთებული ვარ თავდასხმის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ეს მკვლელობის მცდელობას ჰგავს. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ძალადობის ადგილი არცერთ პოლიტიკურ პროცესში არ არის“,- განაცხადა კირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები