საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სამტრედიის N3, ვანის N1 და ხონის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე პროკურორებმა ნარკოტიკულ დანაშაულზე, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ამ მიმართულებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე ისაუბრეს.

“ღონისძიებები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეების ინფორმირებას ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული რისკების შესახებ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები