ისრაელის არმიის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ღაზას სექტორში, სულ მცირე, ოცი ადამიანი ემსხვერპლა

ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის დროს, სულ მცირე, ათი პალესტინელი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა, – ინფორმაციას პალესტინური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა შორის რამდენიმე ბავშვი და ქალია.

ისრაელის სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქ ღაზის ზეიტუნის და შეიხ რადვანის უბნები, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა.

პარალელურად, ისრაელის მედია იტყობინება, რომ „ჰამასი“ ღაზაში უფრო დიდი ტემპით ძლიერდება, ვიდრე ისრაელის არმია ანადგურებს მის სამხედრო შესაძლებლობებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელი თვეების განმავლობაში არ შესულა ჩრდილოეთ ღაზის ნაწილებში და პალესტინის ტერორისტული ჯგუფი ამ დროს გადაჯგუფებისა და ომის შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები