სამტრედიაში ძლიერი ხანძარია  – ცეცხლი ხის საამქროში გაჩნდა

ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია სამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე.

ცეცხლი ხის საამქროში გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მათი ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

უწყების ცნობით, დაშავებულების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები