გიორგი აბაშიშვილი: შეგნებულად ხდებოდა საბოტაჟი ეროვნული ვალუტის, ეროვნული ბანკის მიმართ და იმ ქართული კომერციული ბანკების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკი ამცირებდა რეფინანსირების განაკვეთს, რაც ნიშნავ იმას, რომ ეროვნულ ბანკს არ ეშინოდა გადაწყვეტილებების მიღების. ახლა როდესაც უცვლელია კიდევ არსი შემცირების შესაძლებლობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ – განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“

„შეგნებულად ხდებოდა საბოტაჟი ეროვნული ვალუტის, ეროვნული ბანკის მიმართ და იმ ქართული კომერციული ბანკების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილები იყვნენ ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

როდესაც ამბობდნენ რომ აქციები ეცემოდა ეს იყო ხელოვნურად ინსპირირებული. საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა, რომ არის მდგრადი და მას შეუძლია მსგავს ტიპის სპეკულაციურ რყევებს გაუძლოს.

საქართველოს ეკონომიკას ექნება უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე ახალა არის პროგნოზირებული. ჩვენს ქვეყანას აქვს მყარი ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ლარის კურსს და უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, – აღნიშნავს გიორგი აბაშიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები