გიორგი აბაშიშვილი: მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული პროგრესი, რომელიც უკავშირდება სიღარიბის შემცირებას

“ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მსოფლიო ბანკი გაღიარებს, რადგან მასზე ავტორიტეტული ორგანიზაცია არ არსებობს”, – განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომელიც უკავშირდება სიღარიბის შემცირებას. ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით, რაც არანაირად არ არის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის სასურველი სცენარი.

წლიდან წლამდე საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც აქვთ საშუალოზე მაღალი შემოსავალი.

თუ ჩვენ ავიღებთ 2012 წლამდე საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს, ამას ქმნიდა 20 პროცენტი მცირე და საშუალო ბიზნესი და 80 პროცენტი იყო მსხვილი ბიზნესი. ამჟამად შეცვლილია ვითარება და თითქმის 60 პროცენტი არის მცირე და საშუალო ბიზნესი და მხოლოდ 40 პროცენტის ფარგლებში არის მსხვილი ბიზნესი. ეს არის ზუსტად ევროპული სტანდარტი. ევროკავშირში დაახლოებით ასეთი ტიპის მონაცემებია დღეს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არამედ მუდმივად მზარდია რეინვესტირების მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ქვეყანაში ბიზნესს სჯერა გრძელი პერსპექტივის.

მსოფლიო ბანკი ხედავს იმას, რომ საქართველოს მმართველი პარტიის შეხედულება არის გათვლილი იმაზე, რომ ეკონომიკური რეფორმები არის თანმიმდევრული და ქვეყანა ცდილობს უზრუნველყოს ბიზნესკლიმატის სტაბილურობა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები