ალექსი პეტრიაშვილი ხვალ მოლდოვის თავდაცვის მინისტრს შეხვდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ხვალ, მოლდოვის თავდაცვის მინისტრ ვალერი ტროენკოს შეხვდება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ (YATA-Georgia) დისკუსიაში თემაზე – „უელსის სამიტის შედეგები“ მიიღებს მონაწილეობას.
დისკუსიის მომხსენებელი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ იქნება.
შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან.