პესკოვი – პუტინის განცხადებაზე : ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ განცხადებამ ადრესატებამდე მიაღწია

კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმების შესაძლო შედეგების შესახებ, ადრესატებამდე მივიდა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, პუტინის სიტყვები გამორიცხავს რამე არასწორ ინტერპრეტირებას.

„პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის უკიდურესად მკაფიო, ცალსახა და არ საჭიროებს არანაირ ორმაგ განმარტებას“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თუ დართავენ ნებას, დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელონ დარტყმები, ეს ნიშნავს ნატოს, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების ომში პირდაპირ მონაწილეობას.

„ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ნატოს ქვეყნები, აშშ, ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ასეა, მაშინ, ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, შექმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები