იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტს 1 ოქტომბერს დატოვებს. ის შემდგომში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ Politico იტყობინება.
მედიის წყაროს ცნობით, სტოლტენბერგი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის პოზიციას სავარაუდოდ, 2025 წლის თებერვალში დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურდა ნატოს გენერალურ მდივნად დარჩენა, მაგრამ შესაფერისი შემცვლელის პოვნა რთული იყო.
თუმცა, 1 ოქტომბრიდან, სტოლტენბერგს ჰოლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე შეცვლის.