რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: გარე აქტორებთან დარბიან, რადგან ჰგონიათ, რომ გარე ხეტიალით საარჩევნოდ რაიმე წარმატებას მიაღწევენ

ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ქართველ ხალხს ემალება, სამაგიეროდ დარბიან გარე აქტორებთან იქნება ეს კეზერაშვილი თუ სხვა აქტორი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

„ვნახეთ ასევე ღალატის აქტი აშშ-ში [სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ეკა გიგაურის გამოსვლა] ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ჰგონიათ რომ გარე ხეტიალით საარჩევნოდ რაიმე წარმატებას მიაღწევენ. აქედანაც ჩანს, რომ მათი მიზანი არც არჩევნები და არც დემოკრატიის განვითარებაა, არამედ გარედან ეძებენ იმ იმპულსებს, რომელიც ქაოსს და არეულობას მოიტანს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები