დავით ქართველიშვილი ოპოზიციის აშშ-ში ვიზიტებზე: “უკანასკნელი პაეზდკისთვის” მათ სხვა დრო აღარც ექნებოდათ, რა თქმა უნდა, რაღაც ბოლო აგენტურულ დავალებებს მიიღებენ აკერმანისეული “გაიდლაინებიდან”

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ გაუგებარია რატომ წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ში და არა საქართველოს რეგიონებში.
„ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ერთმანეთს ემშვიდობებიან, მეზვრიშვილი – შაჰინს, გირჩი – კრამერს”,- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ აშშ-ში რადიკალურ ოპოზიციას მათივე პარტნიორები ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ – როგორ უნდა მოიქცნენ საქართველოსა და აშშ-ში გარდაუვალი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ.

„გიგაური, მეზვრიშვილი, გირჩი… რამ ჩაიყვანა “შუა რთველში”, ანუ საარჩევნო კამპანიის პიკურ ჟამს არა საკუთარი (?) ქვეყნის რეგიონებში, არამედ აშშ-ში? ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ერთმანეთს ემშვიდობებიან. მეზვრიშვილი – შაჰინს. გირჩი – კრამერს. დიდი ალბათობით, 2025 წლიდან შაჰინს აქ, დიდი ხნით უკვე აღარაფერი ესაქმება ჩამოსასვლელად და არც მეზვრიშვილის მასპინძლობა მგონია ვინმეს ეხამუშებოდეს მანდ.
ამიტომ, “უკანასკნელი პაეზდკისთვის” მათ სხვა დრო აღარც ექნებოდათ. ნუ, რა თქმა უნდა, რაღაც ბოლო აგენტურულ დავალებებს მიიღებენ აკერმანისეული “გაიდლაინებიდან”. ინსტრუქტაჟსაც ჩაუტარებენ – როგორ და რა რეჟიმით უნდა გაუძლონ ორივე ქვეყანაში მოსალოდნელ, დიდი ალბათობით, გარდაუვალ პოლიტიკურ ცვლილებებს და რით უნდა დაკავდნენ “კატაკომბურ” პირობებში, თავისი იძულებითი არსებობისას.
კარგი შოპინგი ვუსურვოთ ჩვენს უიღბლო მოგზაურებს. რაიმე რომანტიკული თავგადასავალი, რომელიმე განსხვავებულ გენდერულ სუბიექტებთან. ბევრი სელფების გადაღება იქაურ გაცვეთილ ცვილის ფიგურებთან. წარმატებას ვერ ვუსურვებ, რათა ცინიზმისა და სიძულვილის გამოხატვის გამო კინწურაშვილმა არ დამბლოკოს…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები