გურამ მაჭარაშვილი – ეკა გიგაურზე: მის განცხადებას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი

,,ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატივს საუბრობს, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას.

“ეკა გიგაურის ამერიკაში გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა. გიგაური აქ არავის აურჩევია ან დაუნიშნავს ვინმეს. ის პირდაპირ წარმოადგენს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ინტერესებს. შესაბამისად, მის განცხადებას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი. ის, რომ ეკა გიგაური დადის ამერიკაში და საქართველოზე ნეგატივს საუბრობს, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ წარმოადგენს უცხოურ ძალას. გიგაურის ვიზიტი ამერიკაში ზუსტად ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ოპოზიცია დადის უცხოეთში და უცხოურ ინტერესებს ატარებს საქართველოში. ჩვენ გვინდა ხალხის ინტერესები გავატაროთ საქართველოში,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები