რუსეთმა ბრიტანეთის საელჩოს 6 თანამშრომელს აკრედიტაცია შეუწყვიტა
რუსეთმა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 6 თანამშრომელს აკრედიტაცია შეუწყვიტა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისინი რუსეთში ბრიტანეთის სამეფო საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატით იმყოფებოდნენ.
“უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) მიერ მოწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ასევე ლონდონის მრავალი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაინტერესებულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების 6 თანამშრომელს აკრედიტაცია გაუუქმა, რომლის ქმედებებშიც აღმოჩენილია სადაზვერვო და დივერსიული მუშაობის ნიშნები”, – აღნიშნეს დეპარტამენტში.
უცნობია იმ თანამშრომლების ვინაობა, რომლებსაც რუსეთმა აკრედიტაცია შეუჩერა.