„ერთ-ერთი ფრანგი ევროპარლამენტარი და წარსულში სტრასბურგის მერი, ვინც ლგბტქ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნითაც ვიხილეთ ბუდაპეშტის ქუჩებში, მაგრამ მე გეტყვით საიდუმლოს, სტრასბურგის მერობისას მან პირიქით, აკრძალა ქალაქში ამ სახის მსვლელობის მოწყობა”, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ უნგრეთში გამართულ პრაიდზე საუბრისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
“გამომდინარე აქედან, გეტყვით, რომ ეს გახლავთ კიდევ ერთი საბაბი რომ ორბანს ომი გამოუცხადონ.
ნათელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ამჟამად ლიბერალური ელიტის კონტროლის ქვეშ არიან, ამ ელიტას კი ყველა სახელმწიფოს მიმართ ერთიანი დღის წესრიგი აქვს, მათ არ ადარდებთ ამა თუ იმ ქვეყნის ისტორია, მათ არც ვინმეს ტრადიციები ანაღვლებთ, მათ სურთ ყველა ერთ ყალიბში მოაქციონ. უნგრეთის წინააღმდეგ გადადგმული ასეთი ნაბიჯები სხვა შემთხვევებშიც გვინახავს“, – აღნიშნა ფრანგმა ევროპარლამენტარმა.