სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშესთან, ბრიგადის გენერალ სტეფანოს ლიკოპულოსთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დავით თამაზაშვილმა სტეფანოს ლიკოპულოს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
“მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის გადამზადებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი თათია სულაქველიძე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თამთა დანელია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი რამაზ პაპიძე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.