ირანი: აშშ-ს არ მივცემთ უფლებას, ჰორმუზის სრუტის მართვაში ჩაერიოს

ირანის ერთობლივი სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა, ებრაჰიმ ზოლფაქარმა განაცხადა, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტის მართვაში აშშ-ის ჩარევას არ დაუშვებს.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე ირანის ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და ნებისმიერი მცდელობა, შეერთებულმა შტატებმა მის მართვაში მონაწილეობა მიიღოს ან კონტროლი დაამყაროს, ირანის მხრიდან შესაბამის პასუხს გამოიწვევს.

“სამწუხაროდ, ზოგიერთი რეგიონული ქვეყნის თანამშრომლობამ ასევე გაზარდა რეგიონში ომის გაფართოების რისკი. რეგიონის სახელმწიფოების ლიდერებს ვაფრთხილებთ, რომ აშშ-სთან ნებისმიერი თანამშრომლობა და მისი აგრესიული არმიის ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ირანის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საომარ ქმედებად ჩაითვლება. თუ ომი მთელ რეგიონში გავრცელდება, ის ყველა რეგიონულ ქვეყანას მოიცავს”,- აღნიშნა ზოლფაქარმა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს და მას „მფარველად“ მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები