ირაკლი კობახიძემ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან ერთად დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა.

თბილისის მერმა განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

“მინდა, ყველას მოგილოცოთ ამ ლამაზი სკვერის გახსნა. მადლობას ვუხდი კახი კალაძეს. მინდა, მომავალში კიდევ ბევრი ასეთი პროექტის განხორციელება გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ახლად რეაბილიტირებულ სკვერში მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები