გუსტავ ტალვინგი – საქართველოს იუსტიციის მინისტრს: მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის უწყვეთ განვითარებაზე ზრუნავთ
ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაცია „EUROPRIS”-ის აღმასრულებელი დირექტორი, გუსტავ ტალვინგი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და ამ მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირად წვლილზე საუბრობს.
,,საქართველო 70 წლის განმავლობაში საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო და ძალისხმევა, რომელსაც გაართვა თავი ქვეყანამ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ როგორ შეძლო ამ პერიოდიდან გამოსვლა. ბატონო ბრეგაძე, დიდი მადლობა ნდობისთვის, იმისთვის, რომ EUROPRIS-ს და EPTA-ს უწყობთ ხელს და კიდევ უფრო დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნავთ”, – განაცხადა მან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობენ.
“მე გაკვირვებული ვარ, თუ როგორ სიღრმისეულად არის დაინტერესებული საქართველოს იუსტიციის მინისტრი სასჯელაღსრულების საკითხებით. ზოგადად, როდესაც მინისტრებს ვხვდები, როგორც წესი, საუბარი 15 წუთს გრძელდება ხოლმე, მაგრამ ბატონმა ბრეგაძემ 2 საათზე მეტი დრო დაუთმო ჩვენს შეხვედრას და დეტალურად მიხსნიდა, თუ როგორ მუშაობს და ვითარდება ეს სამსახური საქართველოში. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის”, – განაცხადა გუსტავ ტალვინგმა.