,,ბიძინა ივანიშვილი გუნდის ლიდერია და პირველ ნომრად მისი წარმოჩენა გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, პრაქტიკაა ეგეთი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტები სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ოპოზიციის არგუმენტი, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭირს და ამიტომ არის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი, არ იყო ერთადერთი. სხვა არგუმენტებიც ჰქონდათ, რომელიც მოწყვეტილია სინამდვილეს. მაგრამ პროპაგანდისტულად მაინც გამოსადეგია, ვინაიდან ეს პროპაგანდის რესურსი მათ გააჩნიათ. საკმაოდ ფართო ქსელი აქვთ საინფორმაციო საშუალებების და რა საკვირველია ეს ზიზღისა და აუტანლობის ენა, დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, ჩვენი გუნდის მიმართ არის ის ერთადერთი მექანიზმი, რაც დარჩენიათ. იმის საშუალება აღარ აქვთ, რომ ფიზიკურად იძალადონ, თორემ ამ ხალხის შინაარსი არ შეცვლილა. ბიძინა ივანიშვილი ლიდერია გუნდის და პირველ ნომრად მისი წარმოჩენა არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, პრაქტიკაა ეგეთი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.