გორის მერია: სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“პროექტის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიულიფილებით, კალათბურთის ფარები, შადრევანი, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი.

სამუშაოები„სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები