სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1998 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს და 1998 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 50 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი და გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები