იენს სტოლტენბერგი: კურსკის ოპერაციის დროს უკრაინამ ბევრს მიაღწია

უკრაინამ რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში ოპერაციის დროს ბევრს მიაღწია, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს.

ამასთან, მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება სიტუაცია. ”მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ რთული არჩევანი, როგორიცაა სად განათავსონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია მიზანშეწონილი ამ სიტუაციაში”, – თქვა მან.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის, შორი დისტანციის რაკეტების დახმარებით და შეუძლიათ, მიაღწიონ სამხედრო მიზნებს რუსეთის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები