მახაშვილი – “ფარას” საკითხზე: „ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა
“კარგია, რომ მათ შორის „ფარას“ თემაც სტრასბურგის სასამართლოში წავიდა. იმედია, რაც შეიძლება მალე დასრულდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც “სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო”.
„ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა. მოვლენებს წინასწარ არ გავუსწრებ. სახელმწიფოს მხრიდან თუ რამე კითხვებზე პასუხი იქნება გადასაცემი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. დაველოდებით საბოლოო განხილვას. ალბათ, სულ მცირე, წლის ბოლომდე აღნიშნულ თემაზე პასუხს არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა მახაშვილმა.