Bloomberg: BMW და Toyota წყალბადზე მომუშავე ელექტრო მანქანების გამოსაშვებად ემზადებიან

BMW-ს ჯგუფმა დღეს გამოაცხადა, რომ 2028 წელს წყალბადის ძრავით მომუშავე საწვავის უჯრედების ელექტრომობილის (FCEV) პირველი სერიის წარმოებას გეგმავს,- ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

BMW-მ დაისახა მიზანი, 2030 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვი შეამციროს.

კორპორაციის ვარაუდით, უკვე 2030 წლისთვის, ელექტრომობილების ფართო გაყიდვები იქნება.

BMW და Toyota გეგმავენ ერთობლივად განავითარონ წყალბადის სიმძლავრეები ორივე ავტომწარმოებლის მოდელებში გამოსაყენებლად. ისინი იმედოვნებენ, რომ სათადარიგო ნაწილების ერთობლივი განვითარება და შესყიდვა ხელს შეუწყობს ხარჯების შემცირებას და ტექნოლოგიას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

BMW-მ  iX5, როგორც კონცეპტუალური საპილოტე მანქანა, 2019 წელს წარმოადგინა. Toyota 2013 წლიდან თანამშრომლობს BMW-სთან საწვავის უჯრედების ამოძრავების სისტემებზე და უზრუნველყოფს iX5 წყალბადის მანქანებისთვის ინდივიდუალური საწვავის უჯრედებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი საავტომობილო ისტორიაში, რადგან შეიქმნება პირველი სერიული წარმოების საწვავის უჯრედების მანქანა. წყალბადითა და ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთებით, ხაზი ესმება იმას, თუ როგორ აყალიბებს ტექნოლოგიური პროგრესი საავტომობილო ინდუსტრიას. მალე საწვავის უჯრედების ელექტრომობილებზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ეპოქა იქნება “,- განაცხადა BMW-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ზიპსმა.

„ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ისტორიაში დავადასტურეთ, რომ BMW-ს და Toyota-ს  მანქანების მიმართ ტექნოლოგიის გახსნილობისა და მრავალმხრივი მიდგომის მიმართ ერთნაირი ვნება და რწმენა აქვთ. ამ საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას ისეთ მცდელობებში, როგორიცაა შემდეგი თაობის საწვავის უჯრედების სისტემების ერთობლივი განვითარება”,- განაცხადა “ტოიოტას” პრეზიდენტმა, კოჯი სატომ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები