სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია II ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენის და იმედის სიმბოლო – დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც გასცდა საქართველოს
სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა, რაშტილავ ჩოვანეცმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სლოვაკეთის სახელით სამძიმარი გამოხატა.
მისი თქმით, პატრიარქი ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო. იგი ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო. მან მთელი ცხოვრება საზოგადოების ერთიანობას მიუძღვნა და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც გასცდა საქართველოს ფარგლებს. განისვენოს მშვიდობით“, – წერს სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი.