ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები ლიბანის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ
ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები ლიბანის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და ბეირუთის თავზე დაბალ სიმაღლეზე ფრენები განახორციელეს.
ამის შესახებ მედიას სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წყარომ განუცხადა.
„თვითმფრინავებმა ორჯერ გაარღვიეს ქალაქის თავზე არსებული ხმის ბარიერია“, – აღნიშნა მან.
წყაროს ცნობით, დედაქალაქის ცაში დაბლა, მუსლიმურ დღესასწაულ ეიდ ალ-ფიტრზე მფრინავი გამანადგურებლების გამოჩენამ პანიკა გამოიწვია.