ბორჯომის მერია: სოფელ ბალანთაში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნით მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია მოსახლეობის მოთხოვნით მიმდინარეობს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

,,სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის სახურავის, ფასადის და შიდა სივრცის რეაბილიტაცია”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები