საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით გორის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს
საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით გორის კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში ეწყობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ქვეითთა გადასასვლელები, პანდუსები. ასევე, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მონტაჟდება საგზაო ნიშნები და ბოძკინტები.