“ბუნებრივია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება” – მდინარაძე

“ბუნებრივი ამბავია, რაც უფრო სუსტია ოპოზიცია, მით უფრო საშიშია მისი მხრიდან გარე დავალებების შესრულება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, “ნუ შეასრულებენ დავალებებს და ქვეყანა გარანტირებულად მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს”.

“უარი თქვან დავალებების შესრულებაზე, თავისი ინიციატივით ისინი აღარ ინძრევიან, იციან, რომ წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვთ, არანაირი შანსი არა თუ გამარჯვების, არამედ ერთი-ორი პარტიის იქით პარტიებს ბარიერის გადალახვაც კი უჭირთ და ზღვართან მიახლოებულად პოზიციონირებენ. არანაირი შანსი არ აქვთ, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს, ლოგიკაც ასეთია და ინფორმაციებიც, პროვოკაციებში“, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები