ბორჯომის მუნიციპალიტეტში აგვისტოს თვეში, 1 056 ბენეფიციარს 248 983 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აგვისტოს თვეში, 1 056 ბენეფიციარს 248 983 ლარის დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“მათ შორის:
137 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 105 054 ლარი გამოიყო;
82 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 15 118 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 23 პაციენტი 24 021 ლარით დაფინანსდა;
108 მრავალშვილიანი ოჯახი 25 950 ლარით დაფინანსდა;
312 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 640 ლარით დაფინანსდა;
100 წელს გადაცილებულ 2 მოქალაქეს 200-200 ლარი ჩაერიცხა;
საკურორტო მომსახურების ფარგლებში, 16 ბენეფიციარი 800-800 ლარით დაფინანსდა;
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები