ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს

პარიზის პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი (B კატეგორია).

მან ხმლით ასპარეზობაში მეოთხედფინალში პოლონელი იადვიგა პაჩეკი ანგარიშით 15:9 დაამარცხა.

შეგახსენებთ: პირველ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია.

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები