“ქართული სახელმწიფო, მართლმადიდებლობა და ეკლესია, ერი და ბერი განუყოფელია” – ზარქუა

“ქართული სახელმწიფო, მართლმადიდებლობა და ეკლესია, ერი და ბერი განუყოფელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდია წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივებში პრიორიტეტულ ადგილას დადგა, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს  მართლმადიდებლობა და რელიგიის როლი  სახელმწიფოსთვის.

“რაც შეეხება ამ უსამშობლოების ინტერპრეტაციას, ამაზე კომენტარს არც გავაკეთებ. აქამდე არასოდეს არ ყოფილა და არც მომავალში განიხილება, რომ ვინმემ ეკლესიის თვითმყოფადობას და დამოუკიდებლობას რაიმე სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ მეტად დავიცვათ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები