ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჭადრების პარკში მომზადდება მწვანე ნარგავების აღდგენა-შენარჩუნების გეგმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ჭადრების პარკში მომზადდება მწვანე ნარგავების აღდგენა-შენარჩუნების გეგმა და დაიგეგმება პრაქტიკული ღონისძიებები.

ახალი პროექტის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით პროექტი GIZ -ის მხარდაჭერით განხორციელდება.

„ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ოზურგეთის მერია იწყებს პროექტს, რომელიც GIZ -ის მხარდაჭერით განხორციელდება და ჩვენი ქალაქის ამ ისტორიულ პარკში არსებული ხეების მდგომარეობას დარგის ექსპერტები შეისწავლიან. მომზადდება მწვანე ნარგავების აღდგენა-შენარჩუნების გეგმა და დაიგეგმება პრაქტიკული ღონისძიებები,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები