ოზურგეთში 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს 3000 ლარი, ხოლო 70%-იანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებსა და წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების შესახებ ისაუბრა.
ოზურგეთის მერის თქმით, საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია წვერმაღალას პარკში გაიმართება. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ.
“როგორც დავპირდით ახალგაზრდებს, წვერმაღალას პარკში გაიმართება ოზურგეთის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ. ხოლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეებმაც 100%-იანი გრანტი მიიღეს, სიმბოლურად 1500 ლარი გადაეცემათ. თარიღი წინასწარ დაანონსდება. ასევე, დაჯილდოვდებიან ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულები შემდეგი კრიტერიუმებით: კურსდამთავრებული, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება – ერთჯერადი ჯილდოს სახით დამატებით მიიღებს 500 ლარს, 70%-იანი გრანტის მფლობელი კი დამატებით 400 ლარს, ხოლო დანარჩენ ყველა ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს 300 ლარი გადეცემა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.