ტრამპი: პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ

პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი იღუპება. ისინი ამერიკელები არ არიან, მაგრამ არიან რუსები და უკრაინელები, და ეს არის ათასობით ადამიანი და ეს არის ომი, რომელსაც აზრი არ აქვს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, ომი არასოდეს დაიწყებოდა.

„ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით. ამის თქმა შემიძლია და ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ, რათა ხალხმა იცოცხლოს. ყოველკვირეულად 7000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. თუ ამის შეჩერება შემიძლია, მაშინ ვალდებული ვარ, რომ ეს გავაკეთო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები