IDF-ის მეთაური: ისრაელი „ჰამასის“ სრულად დამარცხებამდე ბრძოლას არ შეწყვეტს

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა რეზერვისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისრაელი „ჰამასის“ სრულად დამარცხებამდე ომს არ შეაჩერებს.

„ჩვენ ომს მანამ არ შევწყვეტთ, სანამ ამ მტერს არ დავამარცხებთ“, – თქვა ზამირმა და ხაზი გაუსვა, რომ ომისგან განადგურებულ ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციები გაძლიერდება და გაფართოვდება.

ზამირმა ნახშონიმის ბაზა 99-ე დივიზიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ იოავ ბრუნერთან და მე-11 ბრიგადის მეთაურთან ერთად მოინახულა.

„ჩვენ მათ ვურტყამთ და ვამარცხებთ. ჩვენ ოპერაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში ვატარებთ. „ჰამასს“ ჩვენგან დასამალი ადგილი არ ექნება. სადაც არ უნდა ვიპოვოთ ისინი, იქნება ეს მაღალი თუ დაბალი რანგის ფიგურა – ჩვენ ყველას, ნებისმიერ დროს ვურტყამთ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები