მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ბანძის სიონობა”  აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ბანძის სიონობა”  აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

“29 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, “ბანძის სიონობა”  ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში  წირვა-ლოცვა  მამა გიორგი ბასილაიამ აღავლინა. ღვთისმსახურებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა.

საღამოს, ღია ცის ქვეშ, საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მამა გიორგი ბასილაია ოჯახთან ერთად, თამთა კაკულია, მარტვილის სიმღერისა და ცეკვის მუნიციპალური ანსამბლი ,,მარტვილი“ და ჯგუფი „ურსა“.

„ბანძის სიონობა” დეკანოზ შალვა კეკელიას ინიციატივით, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები