ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, მარიამობისადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში, მარიამობისადმი მიძღვნილი ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

“ყოველი წლის 28 აგვისტოსთვის სოფელში ადგილობრივი ბერძნები ჩამოდიან, ტრადიციულ კერძებს ამზადებენ, იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები იღებენ.

სოფლის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივების მიერ შესრულებული ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები