სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, მოაჯირები, საპარკე ავეჯი,  ატრაქციონები, გამწვანება, განათება, სარწყავი სისტემა, საპარკე ავეჯი, ღობე.

“სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები