დაბა ჩაქვში, ცენტრალურ პარკში ფესტივალი ჩატარდა

სოფლად ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტი წლებია, ფესტივალს ატარებს.

ფესტივალი ყოველწლიურად, ზაფხულის პერიოდში, სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს ღონისძიება დაბა ჩაქვში, ცენტრალურ პარკში გაიმართა.

პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი იყო მოსასვენებელი სივრცეები და დეკორაციები; მოეწყო გამოფენა-გაყიდვების კუთხე
საბავშვო აქტივობებისთვის, ასევე,
მაყურებლებისთვის განკუთვნილი სივრცე.

ფესტივალში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი – “ოჰოი ნანა”
და  ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას.
გაიმართა საბავშვო აქტივობები (კოსტიუმირებული ანიმაციური გმირების შოუ).
ფესტივალი  ნატო გელაშვილის და ჭოხოების, ასევე,
ჯგუფ  „ურსა”-ს კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები