ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან

ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძირითადად დაზარალებულია პანკისის ხეობაში შემავალი სოფლები.

ახმეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა დაწყებულია.

“იყო ძლიერი ნალექი, ქარიშხალი. რამდენიმე სოფელში ინფრასტრუქტურა დაგვიზიანდა. დილის რვა საათიდან უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალის აღწერაზე მუშაობს. დღის ბოლოს უკვე ზუსტი ინფორმაცია გვეცოდინება ზარალის შესახებ”,- აცხადებს მერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები