ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი დაიტბორა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის ვიცემერი და მერიის შესაბამისი სამსახურები.
“მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობდა ცხაურების, ჭებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. „ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ შეტყობინებებზე მოხდა სწრაფი რეაგირება. ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები