ავთანდილ თალაკვაძე: ყოველთვის მზად ვართ თითოეულ მოქალაქეს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
თალაკვაძის თქმით, ყოველთვის მზადაა მოქალაქეებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს.
“სამუშაო დღის დიდი ნაწილი მოქალაქეთა მიღებას დავუთმეთ. ჩემს მოადგილესთან ერთად იმ ადამიანებს შევხვდი, ვინც პერიოდულად, სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად მოგვმართავს. ინფრასტრუქტურული საკითხები, მომართვები მედიკამენტებზე და ჯანდაცვის სერვისებზე – ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც მოქალაქეებს ჩვენი ჩართულობა სჭირდებათ. ყოველთვის მზად ვართ თითოეულს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ,”- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.