ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში მუსიკალური სასწავლებლის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
“სოფელ სუფსასა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებენ სწავლას. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 492 622 ლარით ფინანსდება.
სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა”,- წერია ინფორმაციაში.