გერმანიის კანცლერი: რუსეთში შეჭრის შესახებ უკრაინას გერმანიასთან კონსულტაცია არ გაუვლია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას ბერლინთან კონსულტაცია კურსკის ოლქში შეჭრის თაობაზე არ გაუვლია.

შოლცის თქმით, ბერლინი ყურადღებით აკვირდება კურსკის ოლქში შეჭრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

“უკრაინამ სამხედრო ოპერაცია კურსკის რეგიონში მოამზადა ძალიან საიდუმლოდ და უკუკავშირის გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, სიტუაციიდან გამომდინარეობს. ეს არის ძალიან შეზღუდული ოპერაცია სივრცის და, სავარაუდოდ, დროის კუთხითაც“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის უდიდეს მხარდამჭერად ყოფნას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები